თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია იურიდიულ პირებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ქალაქის მთავრობას ისეთი პროექტები უნდა შესთავაზონ, რომლებიც აქციების, ტრეინინგების, კვლევებისა და პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდებით მძღოლებისა და ქვეითების მიერ  მოძრაობის წესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვას შეუწყობენ ხელს.

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში საპროექტო განაცხადებს 1 აგვისტომდე  მიიღებენ. გამარჯვებულებს მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს. 

საპროექტო განაცხადისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ ბმული

 http://tbilisi.gov.ge/news/3830