ჯანი ბუკიკიოს პასუხია, რომ კომპრომისზე უნდა იზრუნოს ყველამ

ჯანი ბუკიკიოს პასუხია, რომ კომპრომისზე უნდა იზრუნოს ყველამ

დღეს დილიდან არაერთი განცხადება გავრცელდა, მათ შორის კახა ოქრიაშვლის, რომელიც საკამოდ მნიშვნელოვანი ჯგუფის სახელით საუბრობს და რომელიც აცხადებს, რომ კომპრომისისთვის ყოველთვის მზად არის ის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყველა შემთხვევაში უნდა დარჩეს მაჟორიტარული სისტემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის პასუხია, რომ კომპრომისზე ყველამ უნდა იზრუნოს.

„დღეს დილიდან არაერთი განცხადება გავრცელდა, მათ შორის კახა ოქრიაშვლის, რომელიც საკამოდ მნიშვნელოვანი ჯგუფის სახელით საუბრობს. ასევე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს დღევანდელი განცხადებები არის მკვეთრი პასუხი იმ ინტერპრეტაციებზე, რომელსაც მიმართავდა ჩვენი ოპოზიცია, როცა ოპონენტები ამბობდნენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა კომპრომისისკენ სვლა. კახა ოქრიაშვილის პასუხი იყო, რომ კომპრომისისთვის ყოველთვის მზად არის ის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყველა შემთხვევაში უნდა დარჩეს მაჟორიტარული სისტემა . თავის მხრივ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს პასუხი იყო, რომ კომპრომისზე და პოზიციების დაახლოვებაზე ყველამ უნდა იზრუნოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო ფრაქცია "მაჟორიტარების" წევრი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში მაჟორიტარები მიიჩნევენ, რომ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები.