ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალებმა შეცდომაში შეიყვანეს დეკანოზი გიორგი, სათავისოდ გამოიყენეს მისი აქტიურობა

ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალებმა შეცდომაში შეიყვანეს დეკანოზი გიორგი, სათავისოდ გამოიყენეს მისი აქტიურობა

ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალებმა შეცდომაში შეიყვანეს მამა გიორგი (და ასევე სხვებიც), სათავისოდ გამოიყენეს მისი აქტიურობა , - ამის შესახებ მეუფე ანდრიას მიმართვის ტექსტშია ნათქვამი. გორისა და ატენის მიტროპოლიტი მიმართვაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს ეხება. კერძოდ, მეუფე ანდრია საუბრობს იმ წერილზე, რომელიც მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელდა და რომელშიც საპატრიარქოში არსებულ დარღვევებზეა საუბარი.

”მიმაჩნია, რომ წერილი - საპატრიარქოში არსებული დარღვევების შესახებ, რომლიც მასმედიაში დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით გავრცელდა და ის წერილი, ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მამა გიორგი წმ. სინოდისათვის წარსადგენად ამზადებდა, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან (ან შესაძლოა არსებობდა წერილის რამდენიმე ვარიანტი). ამ ვარაუდის გამოთქმის უფლებას მაძლევს ის, რომ სიტყვიერად მას ჩემთან ეს კონკრეტული საკითხი სხვაგვარად ჰქონდა განხილული. დეკანოზი გიორგი იყო მონდომებული და საქმის კეთების უნარით დაჯილდოებული ადამიანი, მაგრამ ვთვლი, რომ ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალებმა შეცდომაში შეიყვანეს იგი (და ასევე სხვებიც), სათავისოთ გამოიყენეს მისი აქტიურობა და დღეს საქართველოს ეკლესიასთან და იერარქიასთან დაპირისპირებულად წარმოაჩენენ მას. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო პროცესი წარიმართება სამართლიანად. აუცილებელია, ყოველი მხრიდან შეწყდეს ამ მტკივნეული თემის მიმართებაში პიარკომპანიებისა და მიკერძოებული ინსინუაციების კორიანტელი და საზოგადოებას სიმართლე ეუწყოს. ყველას გვეხება ბიბლიის სიტყვები: „წყეულიმც იყოს ორპირი და ცილისმწამებელი, რადგანაც ბევრი მშვიდობიანი ხალხი დაღუპეს“ (ზირაქ. 28,13)”, - ნათქვამია მეუფე ანდრიას მიმართვაში.