არასასიამოვნოა, თუმცა რამდენიმე დეპუტატის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების გამო აჟიოტაჟის ატეხა უსაფუძვლოა

არასასიამოვნოა, თუმცა რამდენიმე დეპუტატის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების გამო აჟიოტაჟის ატეხა უსაფუძვლოა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, გუშინ, კვორუმის პრობლემის გამო პარლამენტში პლენარული სხდომის ჩაშლის ფაქტს ეხმიანება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფაქტი არასასიამოვნოა, თუმცა რამდენიმე დეპუტატის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების გამო აჟიოტაჟის ატეხა უსაფუძვლოა.

„მექნებოდა თხოვნა ჟურნალისტებთან. რამდენიმე დეპუტატის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების გამო, ნუ ავტეხავთ ასეთ აჟიოტაჟს. თუმცა არ არის სწორი და სასაიამოვნო ფაქტი, რასაც დეტალურად გავეცნობით და შემდეგ იქნება ამაზე რეაგირება იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არასოდეს გაჩნდეს საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ პარლამენტში, კვორუმის პრობლემის გამო, პლენარული სხდომა ჩაიშალა.