პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ვიზიტისას საუბარი იქნება სერიოზულ საკითხებზე, რომელსაც სტრატეგიული შეთანხმება მოიცავს.
,,აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ჩამოსვლა არ არის მხოლოდ სიმბოლური დადასტურება იმის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ეს არის სერიოზულ საკითხებზე სამსჯელო. რომელსაც მოიცავს ის სტრატეგიული შეთანხმება, რაც გაგვაჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან ბევრი მიმართულებით. ასე რომ, მაიკ პენსის ვიზიტს საგანგებო მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპზე", - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. მაიკ პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 30 ივლისიდან 2 აგვიატოს პერიოდში ეწვევა.