კახა ბექაური:  „საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ საკითხში დილეტანტია“

კახა ბექაური: „საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ საკითხში დილეტანტია“

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ ბოლო წლებში სარეკლამო ბაზარის ზრდის დინამიკა პოზიტიურია და 2016 წელს სატელევიზიო სამაუწყებლო  ბაზარი 10%-ით გაიზარდა და  რადიოს მაუწყებლობის შემოსავლებთან ერთად 108 მილიონი შეადგინა.

ჟურნალისტის მტკიცებით 2015-2016 წლებში არსამთავრობოების მიერ გაკეთებული ანგარიშების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები შემცირებულია, მათ შორის ასეთი ანგარიში გამოაქვეყნა  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“  კომისიის თამვჯდომარე პასუხობს, რომ სარეკლამო ბაზრის ფინანსურ ანალიზში ეს ორგანიზაცია აშკარად დილეტანტია.

 „2016 წელს სარეკლამო ბაზარი  გაიზარდა 10 % -ით და  საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ საკითხში აშკარად დილეტანტია. კერძოდ,  2016 წელს, 2015 წელთან შედარებით , სატელევიზიო სამაუწყებლო ბაზარი 10% ით გაიზარდა და ჯამში 108 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 10 მილიონი ლარით მეტია წინა წლებთან შედარებით“-, აღნიშნა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.