რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სიცხადე უნდა შეიტანოს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სიცხადე უნდა შეიტანოს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამ „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სიცხადე უნდა შეიტანოს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ვხედავთ, თუ რა შეშფოთებით აღიქვამს უამრავი ქვეყანა რუსეთსა და აშშ-ის შორის არსებული ურთიერთობების არანორმალურ მდგომარეობას. იმედი გვაქვს, რომ ჰამბურგში ჩვენი პრეზიდენტების შეხვედრა სიცხადეს შეიტანს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების პერსპექტივის საკითხში“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერთ მაკმასთერმა განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა თემებზე ისაუბრებს ტრამპი პუტინთან, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დღის წესრიგი ჯერ არ არის და ის, როგორც შეხვედრის ფორმატი, მზადების სტადიაშია.

„დიდი ოცეულის“ სამიტი 7-8 ივლისს ჰამბურგში გაიმართება.