პირადად მე და ჩემი გუნდის ბევრი წევრი ვერ ხედავს შეთანხმების პერსპექტივას პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას და კრიზისის თავიდან აცილების გზას უკავშირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები ისევ იქნება.
”კონსულტაციებს ყოველთვის უნდა ველოდოთ. ყოველთვის აქვს აზრი. ისე არ შეიძლება ცალსახად პასუხების გაცემა. პირადად მე და ჩემი გუნდის ბევრი წევრი ვერ ხედავს პერსპექტივას შეთანხმების, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სტაბილურობას და კრიზისის თავიდან აცილების გზას. ზოგს მიაჩნია, რომ კრიზისის თავიდან აცილება შეიძლება პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნებით. ზოგი თვლის, რომ მთავარია შეეძლოს პარლამენტს ჰქონდეს უნარი შექმნას სტაბილური მთავრობა. აქედან გამომდინარე, კონცეპტუალური განსხვავებები არსებობს მიდგომებსა და ხედვას შორის. 2024 წელს კი, იმედია არ იქნება ასეთი დიაპაზონი სხვადასხვა დაპირისპირებულ მოსაზრებებს შორის. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, განსახილველია. ასე არ შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი არაფერი არ გავაკეთოთ. რასაკვირველია, კიდევ იქნება ფიქრი და ვნახოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.