პრემიერის თქმით, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური კონსესუსისთვის კომპრომისული ნაბიჯი გადადგა

პრემიერის თქმით, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური კონსესუსისთვის კომპრომისული ნაბიჯი გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უამრავი კომპრომისული ნაბიჯი იქნა გადადგმული მმართველი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მონახულიყო პოლიტიკური კონსესუსის ნიადაგი.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით.

"კიდევ ერთხელ მინდა შევეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვინაიდან მოგეხსენებათ დღეს გახლავთ პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით. ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებტან, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, იქნა მიღებულის წორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით. მოგეხსებნებათ, გასული ათწლეულის განმავლობაში, ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა მთელი პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნის საგანი, მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა რეალურად პოლიტიკური ნება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება განოხორციელებულიყო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში შედის ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებშიც პირდაპირ არის გაწერილი დაბალანსებული ძალთა გადანაწილება მთავრობასა და პარლამენტს შორის.

"ამას გარდა, ცვლილებები, რომლებსაც ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია, სადაც პირდაპირ არის გაწერილი დაბალანსებული ძალთა გადანაწილება მთავრობას და პარლამენტს შორის, სადაც პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, სადაც მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მთავრობისთცვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, რომლებიც აბსოლუტურად გაუგებარი იყო კონსტიტუციაში და მორგებული იყო წინა პოლიტიკურ გუნდზე, ასევე იმ გადაწყვეტილების გამო, რომ 2024 წელს გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 2020 წლის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის 3%-მდე ბარიერის დაწევა და ა.შ. უამრავი კომპრომისული ნაბიჯი იქნა გადადგმული ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მონახულიყო პოლიტიკური კონსესუსის ნიადაგი. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც აბსოლუტურად დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, აბსოლუტურად მიუღებელია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა", - აღნიშნა პრემიერმა.