საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში ამინდი გაუარესდება

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, 30 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს.

ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-დან 31 გრადუსამდე მიაღწევს.