პრემიერი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ვაშინგტონის მხარდაჭერად მიიჩნევს

პრემიერი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ვაშინგტონის მხარდაჭერად მიიჩნევს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს ვაშინგტონის მხარდაჭერად მიიჩნევს.

"შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა! ორი თვის წინ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით წვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით", - ნათქვამია სოციალურ ქსელში პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაიკ პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 30 ივლისი-2 აგვისტოს პერიოდში ეწვევა.