დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება

დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დეპუტატები დასვენების რეჟიმში ჯერ არ გადავლენ და ივლისში რამდენიმე რიგგარეშე სხდომა ჩატარდება.