შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიწვევა მიიღო და ივლისში საქართველოში ჩამოდის!
„ორი თვის წინ, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით წვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.