„საქართველო, რა თქმა უნდა, განიხილება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით", - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგელობაში მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში.
„ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვა, მედიასთან დაკავშირებული საკითხებია, რომელიც დღეს, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს უკავშირდება და მსჯელობა გაიმართება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ევროპულმა ქვეყნებმა ერთობლივად, ადეკვატურად უპასუხონ ამ გამოწვევებს. მნიშვნელოვანია, რომ საქარველოსთან მიმართებაში ამ კუთხით მხოლოდ პოზიტიური განცხადებები ისმის და საქართველო, რა თქმა უნდა, განიხილება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დაცვის, მედიაპლურალიზმის, მედიადამოუკიდებლობის და ჟურნალისტების საქმიანობის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ სესიის ბოლომდე კიდევ უფრო საინტერესო ტენდენციები გამოჩნდება", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხული სესიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით ჩვენს კოლეგებს პარტნიორი ქვეყნებიდან და გვესაუბრა იმ ნიშვნელოვან ცვლილებებზე და იმ მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.