ვკითხოთ მათ, აღიარებენ თუ არა აბსოლუტურად ყველა სხვა ცვლილების პოზიტიურობას გარდა პროპორციული სისტემის ვადის გადაწევისა, რომლებზეც როგორც ჯანი ბუკიკიოს, ასევე ვენეციის კომისიის ყველა სხვა ექსპერტს დადებითი შეხედულება აქვთ. ამით უფრო შევამოწმებთ მათ გულწფელობას და გავიგებთ რამდენად არიან ისინი მზად კონსენსუსისათვის. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ჯანიმ თავისი კრიტიკული შეხედულება სწორედ ამ ვადის გადაწევაზე გამოთქვა, რაც სავსებით ადეკვატური და მოსალოდნელი იყო, თუმცა ამავე დროს გუნდის შიგნით შეთანხმების საგანს, რისკების გამორიცხვას და საბოლოოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გარანტიას წარმოადგენდა