ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს შეფასებით იმედგაცრუებული ვარ იმდენად, რამდენადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სიღმრისეულ ანალიზსს გაითვალისწინებდა, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოსლკი
„მისი შეფასებით იმედგაცრუებული ვარ იმდენად, რამდენადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ სიღრმისეულ ანალიზს გაითვალისწინებდა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. რასაკვირველია, იმედგაცრუებაც მოსალოდნელი იყო, როცა ჩვენ ღრმა ანალიზის საფუძელზე გადავწყიტეთ, რომ ეს რეკომენდაცია არ გაგვეთვალისწინებინა, მაგრამ მან ეს პიროვნულად არ უნდა მიიღოს. მის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, რომელიც გვერდში გვიდგას. ხშირ შემთხვევაში, საინტერესო და მისაღები შენიშვნები აქვს, მაგრამ როცა 2010 წელს, სააკაშვილმა მათი არც ერთი შენიშვნა და წინადადება არ გაითვალისწინა და კონსტიტუცია ტანზე მოირგო, არ მახსოვს, რომ მისი იმედგაცურება ასეთი მკაფიო ყოფილიყო და მას მკაცრი გამოხატულება ჰქონოდა, თუმცა შეიძლება ვცდებოდე. მოხარული ვიქნები, რომ ვცდებოდე, რადგან შენიშვნები მაშინაც ჰქონდა და ახლაც აქვს, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც გაბედა და ეს ნაბიჯი გადადგა. არავის არ უფიქრია იმაზე, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩაატაროს“, - დასძინა ვოლსკიმ.