გრიგორი კარასინის განცხადება ცხადყოფს რამდენად თანმიმდევრულად, სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე

გრიგორი კარასინის განცხადება ცხადყოფს რამდენად თანმიმდევრულად, სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე

ვიქტორ დოლიძის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად თანმიმდევრულად, სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ.

”ვფიქრობ, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად თანმიმდევრულად სწორად მივდივართ ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე. რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და მეორე მხრივ, არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ევროპული საქართველო, ნატო-ში გაწევრიანებული საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური საქართველო არის გარანტი რეგიონში უსაფრთხოებისა და მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების გარანტიც”, - განუცხადა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას.

გაზეთ ”იზვესტიასთან” ინტერვიუში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობა ისეთ ფორმებს იძენს, რომ თბილისი ხდება რუსეთის შეკავების ნატოსეული პოლიტიკის მონაწილე.