ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს პარტია "ევროპული - საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სასტუმრო "ჰილტონში" პირისპირ შეხვდა.
როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მდგომარეობის ჩიხიდან გამოსაყვანად ხელისუფლებამ მხარეებს შორის დიალოგი უნდა აწარმოოს.
"კონსტიტუცია ერთი პარტიის მიერ მიღებული არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ეს გააკეთა "ქართულმა ოცნებამ". ერთადერთი გამოსავალი დიალოგია",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.