ქართველი პოლიტიკოსები უნდა ესაუბრონ ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და გააკეთონ ყველაფერი, რათა საქართველოში დემოკრატია გაუმჯობესდეს.
„ეს კარგი, კონსტრუქტიული შეხვედრა იყო. ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის უფრო დემოკრატიულ კონსტიტუციას. მათ ესმით შექმნილი კრიზისი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებენ, რათა გადალახონ ეს კრიზისი. როგორც უკვე აღვნიშნე, საჭიროა საუბარი, დიალოგის წარმართვა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის მხრიდან. ქართველი პოლიტიკოსები უნდა ესაუბრონ ერთმანეთს. მე ხვალ დავტოვებ საქართველოს და თქვენ ქართველებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ, უმრავლესობამ უნდა მოძებნოთ საუკეთესო გადაწყვეტილება, რათა მიიღოთ კარგი ახალი კონსტიტუცია. ადრეც ვთქვი, რომ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამ შეისწავლა, მთლიანობაში კარგია. ანუ, უკვე არის დადებითი ნაბიჯი, მაგრამ ბოლო ცვლილებების შემდეგ უკვე ვერ ვიტყვი, რომ ასეა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ყველაფერი შესაძლებელი გააკეთონ, რათა საქართველოში დემოკრატია გააუმჯობესონ“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.