ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს.
სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი, პრემიერ-მინისტრს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.
"პრემიერ-მინისტრს მოუწოდებთ, რომ პირადად ჩაერთოს ოპოზიციასთან დიალოგში. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებისგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება",- აღნიშნა კახა კუკავამ.