ჯანი ბუკიკიო:   საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია

ჯანი ბუკიკიო: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამის პარალელურად, ბუკიკიმ აღნიშნა, რომ მომზადებული ცვლილებები კარგი პროექტია, რომლის გაუმჯობესება შეიძლება.

„საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ. როგორც უკვე ვთქვი, ეს კარგი პროექტია, მისი გაუმჯობესება შეიძლება. ჩვენს მიერ გამოთქმული რეკომენდაციების შემდეგ რიგი ცვლილებები იყო შეტანილი. ცვლილებები, რომლებიც არ მიიღეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმა. მე მოვუწოდე მხარეებს, რომ კომპრომისი გამოძებნონ, რათა კონსენსუსი იქნას მიღწეული და რომ ახალი კონსტიტუცია ლეგიტიმური ტექსტი იყოს.

კონსენსუსის მიღწევის საკითხში მთავარი მოთამაშე პარტიაა, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მაგრამ ასევე სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებიც. მათ უნდა გამოძებნონ კომპრომისი. უნდა იყოს დიალოგი. ხალხმა უნდა ისაუბროს, რათა გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.