პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს მისი მრჩევლის, მაია მელიქიძის კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს მისი მრჩევლის, მაია მელიქიძის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მაია მელიქიძის კანდიდატურა წარუდგინა.

მელიქიძის კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა.

მაია მელიქიძე 2016 წლის 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველად დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში.