არც ერთი წინა ხელისუფლების პირობებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ნება არ არსებობდა

არც ერთი წინა ხელისუფლების პირობებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ნება არ არსებობდა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თარიღთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ხალხის მიერ არჩეულ უმრავლესობასთან 2024 წელთან დაკავშირებით გახდა შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის გახსნისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი წინა ხელისუფლების პირობებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ნება არ არსებობდა და სისტემის შეცვლის გადაწყვეყტილება ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიიღო.

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი ძირითადი პრინციპები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ამ პროცესის საბოლოო წარმატებისთვის ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დიალოგს ადგილზე. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო კომისიას და პირადად ჯანი ბუკიკიოს, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის ამ პროცესში. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ განვლილი პროცესი და გამოვთქვი მზადყოფნა, გავაგრძელოთ როგორც კომისიასთან თანამშრომლობა, ასევე პოლიტიკური დიალოგი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.