პარლამენტში კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, კიბერთავდასხმა არ განხორციელებულა, უბრალოდ არსებობდა ინფორმაცია შესაძლო საფრთხის შესახებ, რის გამოც, "შემომავალი მეილები პრევენციული მიზნით დაიბლოკა".
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევა განხორციელდა. თავის მხრივ, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ კიბერშეტევასთან დაკავშირებით მათთან ოფიციალური შეტყობინება შესული არ არის.