გასაკვირი არ არის, რომ ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია, სულ სხვა ვერსია გაუგზავნეს და დასკვნა გააკეთებინეს

გასაკვირი არ არის, რომ ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია, სულ სხვა ვერსია გაუგზავნეს და დასკვნა გააკეთებინეს

ის, რაც გააკეთეს უმოკლეს ვადაში, ორ დღეში ორი მოსმენით, ასეთი სამარცხვინო ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, სხვა ვერსია გაუგზავნა და დასკვა გააკეთებინა. როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, გასაკვირი არ არის, რომ ვენეციის კომისიას იმედგაცრუებულია.

„ვენეციის კომისიას სულ სხვა ვერსია გაუგზავნეს და დასკვნა გააკეთებინეს. მთავრი მოთხოვნა, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა ეს იყო დიალოგი და კონსენსუსი საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, რაც ბოლომდე უგულებელყვეს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მიიღეს ევროპული კონსტიტუცია უბრალოდ სასაცილოა. ის რაც გააკეთეს მარტო, უმოკლეს ვადაში, ორ დღეში ორი მოსმენით, ასეთი სამარცხვინო ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრულიად გასაკვირი არ არის, ის რომ ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს ყველა დანარჩენი და ახლა უკვე ვენეციის კომისიაც“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.