პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, მსგავსი კომისიის შექმნა ხელს შეუშლის გამოძიების მიმდინარეობას და პროცესზე პოლიტიკურ გავლენას მოახდენს.
,,ჩემი აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნა პოლიტიკური გუნდების გაერთიანებით პროფესიონალური გამოძიების მუშაობას ხელს შეუშლის. მას პოლიტიკური გავლენა ექნება პროცესთან, რაც არასწორია. არასწორია ის ადამიანიც ვინც ამბობს, რომ ეს არის ძალიან პრიმიტიული თემა. ეს მრავალასპექტიანი საკითხია და გამოძიებაც ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ბევრი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი საგამოძიებო კომისიის შექმნა’’, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო ოპოზიცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხი პლენარულ სესიაზე დღეს უნდა განიხილონ