არჩილ თალაკვაძე:  ოპოზიციური პარტიები ცდილობენ და ახერხებენ კიდეც პრეზიდენტის გამოყენებას

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები ცდილობენ და ახერხებენ კიდეც პრეზიდენტის გამოყენებას

აშკარაა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი ცდილობს,  ოპოზიციური პარტიები  გამოიყენოს, ისიც ნათელია, რომ ოპოზიციური პარტიებიც ცდილობენ და ახერხებენ კიდეც, პრეზიდენტი გამოიყენონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი საკუთარ მანდატზე ფიქრობს, რომელიც სინამდვილეში ნეიტრალური არბიტრის მანდატია. 

"მეორე მხრივ, პრეზიდენტი  ხედავს,  რომ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აწუხებენ,  რომ მან უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. პრეზიდენტი ამ ნაბიჯებით თვითრეალიზაციას ახდენს, რასაც კონსტიტუციასთან მიმართებაში დგამს. სწორედ ამაზე საუბრობდა პარლამენტის თავმჯდომარე, როცა თქვა, რომ საპარლამენტო მოდელებისთვის და ამ მოდელზე სრულად გადასვლის შემდეგ,  საქართველოსთვის უმჯობესია, ქვეყანას ისეთი პრინციპით არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს,   რომელიც გათვალისწინებულია ახალ კონსტიტუციაში", - განაცხადა თალაკვაძემ.