ექსპერტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს

ექსპერტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს

ექსპერტი მამუკა არეშიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, იმ კონსტიტუციას რომელიც აქამდე არსებობდა ძალიან სერიოზული ხარვეზები ჰქონდა და აუცილებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება.

ამის შესახებ ექსპერტმა საუბარში თქვა.

"კონსტიტუციას, რომელიც აქამდე არსებობდა სერიოზული ხარვეზები ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. ძალიან გაიჭიმა ეს პროცესი და ცუდი რეაქცია მოჰყვა ამას პოლიტიკურ სპექტში, მაგრამ თავისთავად ეს არ არის მოულოდნელი. მართველმა ძალამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ის ორი მნიშვნელოვანი ცვლილება რომელიც შეიტანა ერთი მიწასთან დაკავშირებული და ტრადიციულ ფასეულობებთან დაკავშირებული. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა. სწორედ ამის გამო არის რომ საზოგადოება დადებითად ხვდება საკონსტიტუციო ცვლილებებს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებზე საქართველოს მასშტაბით საყოველთაო–სახალხო განხილვები გაიმართა.