დეპუტატის თქმით, შენების პროცესი საქართველოში უკვე დაწყებულია

დეპუტატის თქმით, შენების პროცესი საქართველოში უკვე დაწყებულია

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე დღის წინ საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

“ჩვენ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვცხოვრობთ ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურობით. ვხედავთ რა საკითხები აწუხებთ მათ და რა მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტი ძალისხმევის გაღება, მაგრამ, ეს სურთის ერთი ნაწილია. ზოგიერთებისგან განსხვავებით მე იმასაც ვხედავ, რა კეთდება ქვეყანაში და რა ნაბიჯები იდგმება ქვეყნის განვითარებისთვის. რეალობის აღქმასაც იგივე უნარი სჭირდება, რაც პრობლემების აღმოჩენას. თუ ამ უნარს ხარ მოკლებული, რეალურად, სუბიექტურია ყველა შენი შეფასება. ამიტომ, მინდა, კონკრეტული ფაქტებით დავიწყო ჩემი გამოსვლა. გასულ კვირას ორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა მოხდა ჩემს რაიონში, ნაბეღლავში. წყალი “მარგებელის“ ახალი ქარხანა გაიხსნა. ვინც ადგილზე იყო ან ტელევიზიით აკვირდებოდა გაოცებას ვერ მალავდა ამ ქარხნის მასშტაბებით. ეს არ არის უბრალოდ საწარმო, ეს არის ახალი პერსპექტივა დასაქმებისა და ადგილობრივი პროდუქციის შექმნისა. ცნობილი ავსტრიული ბრენდის “რაუხის“ პროდუქცია ჩვენი ქართული ხილისგან შეიქმნება, რაც ადგილობრივი ნედლეულის მოხმარების და გადამუშავების საუკეთესო შემთხვევაა, ასევე შთამბეჭდავი ინვესტიცია ჩაიდო და გაიხსნა უპრენეცდენტო პროექტში “შუა ხევ ჰესში“. როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც იყვნენ სკეპტიკოსები და მათთვის მინდა, ვთქვა, რომ შუა ხევ ჰესი არის პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოში, რომელიც, სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო-კონვეცნიის ფარგლებში. ამ ჰესის ამუშავებით ზამთარში აღმოიფხვრება ენერგოდეფიციტი, ზაფხულში კი გვექნება საშუალება ელექტროენერგიის ექსპორტის. ასევე, ამ ჰესის მშენებლობაში დასაქმდა 700-მდე მოქალაქე. ეს ბიზნეს სექტორის დამსახურებაა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არა ქვეყანაში მიმდინარე სწორი პროცესები, ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და ინვესტიციებისათვის უსაფრთხო პირობები, აღნიშნული პროექტები ნამდვილად ვერ განხორციელებდებოდა. ჩვენი გუნდის სწორ ეკონომიკურ კურსზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები. 2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 5,1 პროცენტი იყო. ექპსორტის ზრდამ ბოლო 5 თვის მონაცემებით შეადგინა 28 %, რაც ძალიან კარგი ფაქტია. ევროკავშირის ქვეყნებში ექპორტი გაზრდილია 40%ით. სწორედ, გასაღების ახალი ბაზრებით და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შედეგია ღვინის ექპორტის 64% და რა თქმა უნდა მინდა აღვნიშნო ჩვენი მიღწევები ტურიზმის სფეროში, სადაც ტურისტების რაოდენობა გაზრდილია 25%ით , ხოლო შემოსავალი ტურიზმიდან 41% ით. ე სკიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უსაფრთხოების კუთხით ჩვენი ქვეყანა მიმზიდველილა ტურისტებისთვის და მათთვის ქვეყანაში სწორად არის განვითარებული ყველა საჭირო სერვისები. კარგად ვიცი, რომ საქართველოში მინდა ვიცხოვრო, ისიც ვიცი როგორ საქართველოში მინდა ვცხოვრობდე, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ერთი დიდი ქარხნის მშენებლობით რეგიონის პრობლემები მოგვარდება, ვიცი, რომ არაერთი ქარხანა უნდა გაიხსნას, რომ მოსახლეობამ რეალურად იგრძნოს სარგებელი, მაგრამ, ყველა საქმეში თავად პროცესია მნიშვნელოვანი და მე ვიცი, რომ ჩვენ ქვეყანაში შენების პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა დეპუტატმა.