დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავარი დოკუმენტი ქვეყნის განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს

დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავარი დოკუმენტი ქვეყნის განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“წინა კვირას განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა მართლაც, როდესაც მივაჭირე მწვანე ღილაკს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებისას და ეს შეგრძნება არ გამქრალა დღესაც, იმ პირობებში, როდესაც წამოვიდა დაუსაბუთებელი ბრალდებების და ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, ცილისწამებების ნიაღვარი ჩვენი ოპონენტებისგან. მწამს, რომ ჩვენს მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, საბოლოოდ რომელსაც მივიღებთ მესამე მოსმენით და რომელიც ქნის საქართველოს ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს, ღირსეულად გაუძლებს ათწლეულების და თაობების გამოცდას და დიდი როლს შეასრულებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და დემოკრატიულ განვითარებაში. მაგრამ, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს კონსტიტუცია, ის მხოლოდ საძირკველია და ხშირ შემთხვევაში ინსტრუმენტი ქვეყნის იმ მთავარი მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში სამი სიტყვით იყო გამოხატული: სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეძლო თავის ძალისხმევით პირველი ნაწილის უზრუნველყოფა და რეალიზება, რასაც ჰქვია სტაბილურობა და სტაბილურობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რჩება ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ირგვლივ მსოფლიო ირყევა და მიმდინარეობს ის მოვლენები, რაც ყველას მოეხსენება. სტაბილურობა იყო ის ამოცანა, რომელიც ჩვენ გვედგა ამ პირველი ექსვი თვის განმავლობაში იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც ჰქვია იგივე ლარის კურსის და ქართული ეკონომიკის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და ჩვენ ეს წარმატებით შევძელით. დღეს უკვე ლარის კურსი აღარ არის ყოველდღიური ნიუსების საგანი. მეორე, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ უსაფრთხოება იმ ქვეყანაში, რომელიც გარშემორტყმულია არასტაბილურობის მრავალი კერებით. მეორე, რაც არის სწრაფი განვითარება, ამ ექვსი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩვენ დავამტკიცეთ ბიუჯეტი, შეიქმნა ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ გავხადოთ პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ტრამპლინიდან სწორედ იმ სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს მოსახლეობას შევპირდით. ამის დასაბუთებაა ის, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ეკონომიკა გაიზარდა ხუთზე მეტი პროცენტით. ამის დასაბუთებაა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს. გუშინ გაიხსნა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა და გაიხსნება, მომავალში გაგრძელდება ავტობანის მშენებლობა, თითოეული გზის მონაკვეთზე არის უკვე გარანტირებული დაფინანსება და ეს პროცესები გაგრძელდება ისე, როგორც არის გეგმით და ათ მილიარდამდე ჩაიდება იმ ინფრასტრუქტურაში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც იქცევა ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების საფუძვლად და მესამე, რაც შეეხება ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომელიც საფუძველი უნდა იყოს მატერიალური კეთილდღეობისა ჩვენი მოქალაქეებისათვის გრძელდება. ჯანდაცვაში არის რეფორმები. ჩვენ უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ვახორციელებთ ნარკოპოლიტიკაში და მიგვაჩნია, რომ ზოგადად, მივალთ სწორედ იმ სასურველ მდგომარეობამდე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა. ივლისიდან იწყება უფასო წამლების პროგრამა ასი ათასამდე ჩვენი მოქალაქისთვის და მოუტანს უდიდეს შვებას ათი ათასობით მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც 30-40 ლარი ეხარჯება თავის პენსიიდან წამლებისთვის. მათთვის ეს იქნება უზარმაზარი შეღავათი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.