დეპუტატის თქმით, პარლამენტი უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს დაამტკიცებს

დეპუტატის თქმით, პარლამენტი უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს დაამტკიცებს

პარლამენტის თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ლილუაშვილი იმედოვნებს, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში, მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

“მინდა დიდი სიამოვნებით ვამცნო ჩვენს მოქალაქეებს იმ სიახლეების შესახებ, რაც ჩვენი პარლამენტის წიაღში მიიღწა, კონკრეტულად კი, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. საუბარი მაქვს იმ ორ კანონპროექტზე, რომელიც მესამე მოსმენით იმედია დამტკიცდება დღეს, ხვალ ან ზეგ, ამ სასესიო კვირაში, რაც მოიცავს ნებართვის დარღვევით ნაწარმოები რეკონსტრუქციის ანუ უკვე კანონიერად აშენებულ მრავალბინიან კორპუსებზე განხორციელებულ რეკონსტრუქციას მიშენებისა და სამერცხლეებში სათავსოების მოწყობის კუთხით, ვათავისუფლებთ ყველანაირი ფინანსური ჯარიმისა და საურავიაგან, რაც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ის ფართები, სადაც უკვე ცხოვრობენ მაგრამ არ არის დაკანონებული მოაქციაონ საკუთრებაში, მოახდინონ ლეგალიზება და ამით გაიუმჯობესონ საყოფაცხოვრებო პირობები და აიმაღლონ ცხოვრების დონე. ეს არის ჩვენი მიღწევა, ვინაიდან ამ სიტუაციას წინა ხელისუფლება იყენებდა სათავისოდ, საურავებით და ჯარიმებით დახუნძლულ მოქალაქეებს აქცევდა გავლენის ქვეშ და იყენებდა პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ ამ ადამიანებს ვუცხადებთ სოლიდარობას და ვათავისუფლებთ ყველა უკვე დარიცხული ჯარიმისაგან და ვაძლევთ საშუალებას ლეგალიზაცია მოახდინონ თავიანთი საცხოვრებელი ფართების, რომლებიც აუცილებლად წინ წაწევს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. ასევე, აღსანიშნავია მეორე კანონპროექტი, რომელიც ამ სასესიო კვირაში მესამე მოსმენით მიიღება, რაც გულისხმობს კაორი(K2) კოეფიციენტის დაგროვილი გადასახადის განწილვადების შესაძლებლობის მიცემას ჩვენი მოსახლეობისათვის, რადგან უმარვაი დაუმთავრებელი ობიექტი ელოდება დამატებით შეღავათს და ეს შეღავათიც ჩვენი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდეს დაუმთავრებელი ობიექტების არსებობა, რაც ხელს შეუწყოფს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და იქ მაცხოვრებელი ადამიანების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.