დეპუტატი რუსეთის თავდაცვის მიერ აფხაზეთში დაგეგმილ სამხედრო წრთვნებს არალეგიტიმურს უწოდებს

დეპუტატი რუსეთის თავდაცვის მიერ აფხაზეთში დაგეგმილ სამხედრო წრთვნებს არალეგიტიმურს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ მორიგ სამხედრო წრთვნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და მას არალეგიტიმურ მოქმედებებს უწოდებს.

“მინდა გამოვეხმაურო, რუსეთის ფედერაციის თვდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მორიგი სამხედრო წრთვნების შესახებ, აფხაზეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პირდაპირ მინდა ვთქვა ჩვენი პოზიცია, მიგვაჩნია რომ ეს არის მორიგი არალეგიტიმური მოქმედებები, ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ საერთაშორისო პასუხი ამაზე იყოს ერთიანი. რაც შეეხება თავად ამ ღონისძიებებს რაც არის დაგეგმილი ეს სამხედრო წრთვნები, რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს რომ იმის ნაცვლად რომ სამართლიანი მოთხოვნების, ცივილიზებული სამყაროს სამართლიანი პოზიცია დაინახოს ჩვენ, სუვენერიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ჯერჯერობით კვლავ იგნორირებულია და რეალურად მაშინ როცა აფხაზეთს სჭირდება ეკონომიკური განვითარება, აფხაზეთს საჭირდება ინფრასტრუქტურული განვითარება, აფხაზეთს სჭირდება ახალი შესაძლებლობები, რუსეთი კვლავდაკვლავ ჩვენს მოძმეებს, აფხაზეთში სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს. რა თქმა უნდა ამაზე ჩვენი პასუხი არის კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია საერთაშორისო აზრის, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩვენი პარტნიორების და ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეკონომიკის განვითარება, დემოკრატიის სტანდარტის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების მიტანა ჩვენს აფხაზ ძმებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.