ზურაბ ტყემალაძე:  „მე ვუჭერ მხარს წარმოდგენილ ცვლილებებს და საუბარი იმაზე, რომ კონსენსუსი არ მომხდარა, არასწორია“

ზურაბ ტყემალაძე: „მე ვუჭერ მხარს წარმოდგენილ ცვლილებებს და საუბარი იმაზე, რომ კონსენსუსი არ მომხდარა, არასწორია“

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთპარტიულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან საპარალამენტო უმრავლესობა რამდენიმე პარტიისგან შედგება, - ამის შესახებ პარტია „მრეწველების“ ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, „მრეწველები“ საპარლამენტო პარტიაა, მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და აქედან გამომდინარე, უნდა გაქარწყლდეს მოსაზრება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული გადაწყვეტილება მიიღო.

ერთი ამბავია ატეხილი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთპარტიული გადაწყვეტილება მიიღო. მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე პარტიისგან შედგება.

ხასგასასმელია, რომ „მრეწველები“ დამოუკიდებლად მონაწილეობდა არჩევნებში, სიმონ ნოზაძემ მოიგო ხასურის ოლქი. კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას თუ ჰყავს ერთი დეპუტატი მაინც პარლამენტში, საპარლამენტო პარტიად ითვლება. აქედან გამომდინარე, „მრეწველები“ საპარლამენტო პარტიაა. ძალიან მიკვირს, რომ ამას არავინ ახსენებს. ამით მინდა გავაქარწყლო ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ერთპარტიული გადაწყვეტილებაა, მე ვუჭერ მხარს წარმოდგენილ ცვლილებებს და საუბარი იმაზე, რომ კონსენსუსი არ მომხდარა, არასწორია“, - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.

„მივიღეთ ის, რომ პირდაპირი წესით არჩევად დარჩა 2024 წლამდე, ამ მხრივ კონსენსუსი მიღწეულია, თუმცა კონსენსუსი არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნება. მათ შორის, შეთანხმება მოხდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, საარჩევნო წესზე, ბარიერის საკითხზე, მიწის გასხვისების,ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, სადაც მოსახლეობის აზრი იყო გათვალისწინებული.