დეპუტატმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, შშმ პირების უფლებების დაცვის საკითხზე ისაუბრა

დეპუტატმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, შშმ პირების უფლებების დაცვის საკითხზე ისაუბრა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, შშმ პირების უფლებების დაცვის საკითხზე, პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

"დღეს მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შშმ პირების უფლებების დაცვის საკითხზე. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. პირველ რიგში, გამოვყოფდი 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირთა გაეროს კონვენციის რატიფიცირებას, ასევე, ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ავიყვანეთ კონსტიტუციის რანგში შშმ პირთა დაცვა სოციალური სახელმწიფოს ფარგლებში. ქმედუნარიანობის რეფორმა სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს განხორციელდა და ასეთი რეფორმა ბევრ ევროპულ ქვეყანაში არგანხორციელებულა. წარმატებით ხორციელდება ინკლუზიური, პროფესიული და უმაღლესი განათლება და მოიმატა შშმ სტუდენტთა რიცხვმა. მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს მთავრობამ დაამტკიცა შშმ პირთა სივრცითი მოწყობის პროექტი. განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტები ადაპტაციის კუთხით, მაგალითად „ბლექ სი“ არენა არის მთელ რეგიონში ყველაზე ადაპტირებული საკონცეწრო სივრცე, ასევე, ფილარმონიის, სპორტის სასახლის და დინამოს არენის ადაპტირება მოხდა, დამტკიცდა ადაპტირების 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ბიუჯეტი 14 მლნ ლარია. ასევე, ბავშვთა რეაბილიტაციის და აბილიტაციის ქვეპროგრამაა აღსანიშნავი, რომელმაც დაფარვის გეოგრაფიული არეალი საგრძნობლად გააფართოვა მთელი სააქართველოს მასშტაბით. თუმცა, მთელი რიგი გამოწვევები მაინც რჩება, რომლებიც, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო და ხელისუფლება ვალდებულნი ვართ, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ, პირველ რიგში, ეს არის შშმ პირთა სოციალურ მოდელზე გადასვლა, ასევე შშმ პირთა ჩართულობის გაზრდა მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში. ფიზიკური გარემოს ადაპტირება ყველა კატეგორიის შშმ პიებისათვის და ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ ეტაპზე პარლამეტნში ორი მიმართულებით არის მუშაობა დაწყებული. პირველი, ჩვენ გავხსენით დიალოგი გაეროს შშმ პირთა უფლებების ფაკულტატურული ოქმის რატიფიცირებაზე და ასევე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ კანონზე, რომელიც სწორედ შშმ პირთა უფლებების გაზრდასა და დაცვას მოემსახურება, მასში პარლამენტიც და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიც არის ჩართული. ბოლოს კი შშმ პირები არ უნდა იყვნენ ქველმოქმედების ობიექტები, ესენი არიან ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს არის ჩვენი ვალდებულება", - განაცხადა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.