რეჟისორმა პოლიტიკური პარტიების გარკვეულ ჯგუფს „არავისტები“ უწოდა

რეჟისორმა პოლიტიკური პარტიების გარკვეულ ჯგუფს „არავისტები“ უწოდა

რეჟისორმა გოგა ხაინდრავას განცხადებით, „არავისტი“ პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ვიწრო ინტერესების დასაკმაყოფილებლად დასავლეთში სისტემატიურად აგზავნიან გაუთავებელ საჩივრებს.

ამის შესახებ რეჟისორმა და პოლიტიკოსმა გოგა ხაინდრავამ „პირველ პრესკლუბში“ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავამ რიტორიკული შეკითხვა დასვა – „ვინ არის ის 55 პარტია“? – „რა თქმა უნდა, არავინ“.

„საქართველოში არიან პლოლიტიკური პარტიები „არავისტები“. თქვენი აზრით, ვინ არიან დასავლეთში გაგზავნილი გაუთავებელი საჩივრების ხელმომწერები, რომ საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისია? ვინ არის ეს 55 პარტია? ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი პარტიებია, რომელებიც არავის ინტერესებს არ წარმოადგენენ საკუთარი თავის გარდა“, - განაცხადა რეჟისორმა.