თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტრასბურგში, ევროპის საბჭოსსაპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა.
მხარეებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებისგანხილვის პროცედურებზე და მონიტორინგის ეტაპიდან საქართველოს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადასვლისსაკითხებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე განხილული იყო რამდენიმე მიმდინარე საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა სტრასბურგისსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების საკითხი. მომავალ სესიამდე მრჩეველთა პანელმა უნდამიიღოს გადაწყვეტილება - შეაფასოს წარდგენილი კანდიდატურები და თავისი დასკვნა მოგვაწოდოს“, - განაცხადა თამარჩუგოშვილმა შეხვედრის შემდეგ.
ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ გენერალური მდივანიმხარს უჭერს საქართველოს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე დაწინაურებას.
„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ გვინდა მონიტორინგის ეტაპიდან პოსტ-მონიტორინგის ეტაპზეგადასვლა. მიგვაჩნია, რომ საქართველო ამას იმსახურებს თავისი განვითარების ტემპით და გატარებული რეფორმებით. ამპროცედურებთან დაკავშირებით აღმასრულებელი მდივნის პოზიცია და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ჩვენ გვაქვს ესმხარდაჭერა“, - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 26-30 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისსაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილთან ერთად სოფიო ქაცარავა,ირინე ფრუიძე, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი შედიან.