ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი დაინიშნა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი დაინიშნა

თამარ ჩუგოშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი, რუმინელი დეპუტატი ტიტუსკორლატეანი დაინიშნა.

„დამტკიცდა ახალი მომხსენებელი რუმინეთიდან, რომელიც ბატონ ბორის სილევიჩს ჩაანაცვლებს და მომავალი 5 წლისგანმავლობაში ჩვენთან ერთად იმუშავებს“,- განაცხადა სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედიდელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

ტიტუს კორლატეანი თავის ახალ მოვალეობებს კიდევ ერთ თანამომხსენებელთან, შვედ დეპუტატ კერსტინლუნდგრენთან ერთად შეასრულებს.