თამარ ხულორდავა მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

თამარ ხულორდავა მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ბელარუსის ელჩს საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფოებს შორის არსებული სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. დაგეგმილ საპარლამენტო ვიზიტებზე. მხარეებმა, საქართველო-ბელორუსის საპარლამენტო ურთიერთობის გააქტიურებაზე და დაგეგმილ საპარლამენტო ვიზიტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ელჩმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ბელარუსის მონაწილეობის აღდგენის და ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ხულორდავამ და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბელარუსის სამუშაო ჯგუფის წევრმა, გუგული მაღრაძემ ელჩს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პოზიცია და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობის აღდგენისთვის საქართველოს ძალისხმევა გააცნო.