ექსპერტი ნიკა ლალიაშვილი მიიჩნევს რომ პილიტიკური პარტიების მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებების პრცესში კონსენსუსი არ იყო, პირიქით, მისი მტკიცებით ეს პარტიები ამ დრომდე პროცესის საბოტაჟით არიან დაკავებულები.
„არცერთ პარტიას არ აწყობს აქ პროცესის მშვიდობიანი განვითარება. იდეალური კონსტიტუცია რომ დაწერო, მაინც არ მოეწონებათ, რადგან ურჩევნიათ, რომ სიტუაცია აირიოს. მათთვის მთავარი ახლა კონსტიტუციის საბოტირებაა.
შესაბამისად ხალხი მათ არ თანაუგრძნობს. არანაირი სოლიდარობა მათ მიმართ არავის არ უჩნდება. ყველა ხვდება, რომ დოკუმენტზე და რაღაც მუხლზე კი არ აქვთ გართულება, არამედ ლაპარაკი იყო მთლიანად პროცესის ჩაშლაზე. დემოკრატიის პრინციპია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა. ლიბერალურ დემოკრატიაში უმცირესობა აზის თავზე უმრავლესობას. მადლობა ღმერთს, ეს აღარ გვაქვს. ეს არის კარგი და სწორი“- აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.