საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი პირველი დღიდანვე მაქსიმალურად გახსნილი იყო და მმართველიგუნდი დღესაც მზად არის პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სტრასბურგში, ვენეციის კომისიის მდივანთან, თომას მარკერტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისია საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.
„ჩვენ პირველი დღიდანვე პროცესი გვქონდა მაქსიმალურად გახსნილი. ყველანაირად ვეცადეთ, რომ პროცესიწარმართულიყო ყველას მონაწილეობით. არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრად უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდნენამ პროცესს. მათი მხრიდან სამუშაო ჩართულობა ბევრად უფრო მაღალი ხარისხის იყო და შესაბამისად, მათირეკომენდაციების 80% გათვალისწინებულია განსახილველ დოკუმენტში. სამწუხაროდ, პოლიტიკური მოთამაშეებიუფრო დესტრუქციულები იყვნენ ამ პროცესში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ისინი ბოლომდეიყვენენ პროცესში ჩართული და რა თქმა უნდა, ვართ გახსნილი იმისთვის, რომ გაგრძელდეს საუბარი და თანამშრომლობაპოლიტიკურ პარტიებს შორის. თუ ოპოზიციის მხრიდან სურვილი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - აღნიშნაპარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ქართველმა პარლამენტარებმა ვენეციის კომისიის მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, თუ როგორჩაიარა ცვლილებების ორი მოსმენით განხილვამ პარლამენტში. მხარეებმა ისაუბრეს, ასევე, აღნიშნულ პროცესში პოლიტიკურჯგუფებს შორის კონსენსუსის მნიშვნელობაზე.
„რაც შეეხება კონსენსუსს, ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე იქნა დოკუმენტიმიღებული, თუმცა, ვენეციის კომისია კონსენსუსის მიუღწევლობაში ყველა მხარის პასუხისმგებლობას ხედავს. ძალიანნათლად და მკაფიოდ ითქვა, რომ ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა იმაში, რომ პოლიტიკურიშეთანხმება მოხდეს მსგავს პროცესებში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ვენეციის კომისიისპრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, ხოლო მოგვიანებთ, ოქტომბერში, ვენეციის კომისიისსაბოლოო შეფასება გახდება ცნობილი.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 26-30 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისსაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს.
დელაგაციის შემადგენელობაში თამარ ჩუგოშვილთან ერთად სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ეკა ბესელია, ზვიადკვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი შედიან.