მოსამართლემ მიხეილ თათარიშვილის საქმის პროკურორი 300 ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ მიხეილ თათარიშვილის საქმის პროკურორი 300 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მიხეილ თათარიშვილის საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე 300 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი ვასილ სამხარაძის დღევანდელ პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა. 

პროცესზე სხვა პროკურორი გამოცხადდა, რომელიც საქმის მასალებს არ იცნობდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ მისი კოლეგა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად გაუშვეს და ის დღეს ამის გამო გამოცხადდა სასამართლოზე, რათა ვასილ სამხარაძის არყოფნა საპატიოდ ჩაითვალოს. 

მოსამართლე დაინტერესდა რა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს სამხარაძე რაზეც პროკურორმა აღნიშნა რომ არ იცის. საბოლოოდ სასამართლომ პროკურორ ვასილ სამხარაძის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ჩათვალა და პროკურორი 300 ლარით დააჯარიმა. როგორც მოსამართლე გიორგი დარახველიძემ აღნიშნა, პროკურორის ქმედება სასამართლოს უპატივცემულობაა.

პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. თათარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

დღევანდელი პროცესი დასრულდა და დაცვის მხარე უკვე საკუთარ მოწმეებს, მათ შორის პრეზიდენტის შვილს ანა მარგველაშვილს და სიძეს მინდია გოგოჭურს მომდევნო პროცესზე დაკითხავს.