ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები შევიდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები შევიდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში ამ წუთებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები შევიდნენ. არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი #9 პენიტენციურ დაწესებულებასთან ერთი საათის წინ მივიდნენ. მსჯავრდებულ დეკანოზთან მანამდე ადვოკატები იმყოფებოდნენ. დეკანოზთან შეხვედრის წინ მამა კახაბერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საპატიმროში პატრიარქის კურთხევით იმყოფებიან და დეკანოზს მოუსმენენ. 

”თვითონ რაზე აპირებს საუბარს არ ვიცით. პატრიარქმა გვაკურთხა, რომ ჩვენ შევსულიყავით”, - განაცხადა მამა კახაბერმა. 

კითხვაზე, სასულიერო პირებს რა გზავნილი აქვთ მსჯავრდებულ დეკანოზთან, მამა კახაბერმა განაცხადა, რომ ”ჩვენ არაფერი გზავნილი არ გვაქვს, უნდა მოვუსმინოთ მამა გიორგის”.