ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, საქართველო იმ ცილისმწამებლური კამპანიის გამო დატოვა, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
როგორც მამალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად კიევში, ნათესავებთან იმყოფება.
„ქვეყანა დავტოვე იმ ცილისმწამებლური კამპანიის გამო, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს დაგეგმილად და ორგანიზებულად, ამაზე კი პროკურატურა რეაგირებას არ ახდენდა. ბოლო რეპორტაჟი, რომელიც „რუსთავი 2“-მა გააკეთა, აღმოჩნდა ბოლო წვეთი. შეუძლებელი იყო ამ ტყუილების მოსმენა და მშვიდად ცხოვრების გაგრძელება თბილისში. ახლა ვარ ჩემს ნათესავებთან კიევში“, - განაცხადა მამალაძემ.