ეს ცნობა არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილი პროპაგანდის ნაწილია. მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს.

ეს ცნობა არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილი პროპაგანდის ნაწილია. მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს.

ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის 25 წლიანი ისტორია ხელის გულზე დევს: აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამერიკელ ხალხს და ამერიკის მთავრობას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, მათ შორის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში, საქართველოს ნატო-ს თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოების საქმეში. 

სამწუხაროა, რომ არხი, რომელიც პროდასავლურად მიიჩნევს თავს, ასეთ უსაფუძვლო და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების საწინააღმდეგო პროპაგანდას უკეთებს ტირაჟირებას.