პარტია

პარტია "სოციალ-დემოკრატები" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

პარტია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, რადგან ის წინა რედაქციასთან შედარებით გაუმჯობესებულია.

"საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ უდავოა - კონსტიტუცია წინა რედაქციასთან შედარებით გაუმჯობესდა ბევრი სხვა თვალსაზრისით: მმართველობის სისტემის გაუმჯობესება, სასამართლოს, მიწის ფლობის, ადამიანის უფლებათა საკითხებზე ახალი ჩანაწერები, წარმოდგენილი ჩვენი პარტიის თუ სხვათა მიერ, კონსტიტუციას ბევრად დაახლოებულს ხდის საზოგადოებისა და ხალხის ინტერესებთან",- აცხადებენ პარტიაში.