დავით მათიკაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება დროულად მიიყვანოს ბოლომდე

დავით მათიკაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება დროულად მიიყვანოს ბოლომდე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება დროულად მიიყვანოს ბოლომდე.

მათიკაშვილის თქმით, საზოგადოების კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, რასაც მოგახსენებთ, მაგრამ სრული გულწრფელობით გეუბნებით - ეს საქმე არის იმდენად მნიშვნელოვანი პარლამენტისთვის, რომ მართლა გაფაციცებით ვაკვირდებით მთელ ამ პროცესს. შიდასამართლებრივი საკითხია, კონკრეტულად, ვინ უნდა აწარმოოს გამოძიება, ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, თუმცა მინდა მოვუწოდო სამართალდამცველ ორგანოებს, რომ დროულად მიიყვანონ ეს საქმე ბოლომდე და გაგვაგებინონ, გააგებინონ საზოგადოებას, რა ხდება ამ საქმესთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის. საზოგადოებამ პასუხი უნდა გაიგოს, ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა თუკი გამოძიება შესაბამისი ტემპით წავა და ეს ტემპი იქნება მისაღები და ადეკვატური ამ მოვლენისა, უკეთესი იქნება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.