ვიდრე თავმჯდომარე გახდები, შესაბამისი უმრავლესობა უნდა გქონდეს საკრებულოში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელიას დასახელებას.
„მე არ ამგონია, რომ ჰქონდეთ რეალური რესურსი იმისათვის, რათა უმრავლესობა მოიპოვონ. თუმცა ვნახოთ, არ მინდა რომ ეს წინასაარჩევნო ხმამაღალ განცხადებას დაემგვანოს. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი გაკეთდა და საგანგებოდ ბევრი შეიძლება გაკეთდეს ჩვენი დედაქალაქისათვის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია დღეს ოფიციალურად წარადგინა.