თეკლათის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

თეკლათის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. თეკლათის ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 1200 კვ. მეტრზე მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი, მოეწყო ახალი ბორდიურები, მოიფრეზა გზის სავალი ნაწილი და დაიგო ასფალტის ახალი საფარი. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ აწარმოებდა. ჩუღურეთის რაიონში, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე ასფალტის საფარი და ქვაფენილი 18 ქუჩაზე დაიგო .