აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთანხმოებაა იმის თაობაზე, თუ რა ფორმატში უნდა შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Associated Press წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ტრამპი-პუტინის შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში მოხდება, რომელიც 7-9 ივლისს ჰამბურგში გაიმართება.
სააგენტოს ინფორმაციით, თვითონ ტრამპს სურს სამიტის ფარგლებში პუტინთან სრულფასოვანი შეხვედრა გამართოს, რომლის ფარგლებში ის შეძლებს საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განხილვას.
ამავდროულად, წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ზოგიერთი მრჩეველები რჩევას აძლევენ დონალდ ტრამპს უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავოს რუსეთთან კონტაქტების კუთხით იმის ფონზე, რომ ტრამპსა და მის გარემოცვას წინასაარჩევნო კამპანიისას რუსეთთან კონტაქტებში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ეძლევა რჩევა რუსეთის პრეზიდენტთან ფორმალური და ხანმოკლე შეხვედრა გამართოს.