„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თავის მთავარ კონკურენტად ხელისუფლების კანდიდატს მიიჩნევს.
როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს მისი წარდგენის შემდეგ განუცხადა, გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იყო.
„25 წელი ვიმსახურე ჟურნალისტიკაში, ძალიან მიყვარს ეს საქმე. ჩავთვალე, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებების დრო დადგა. ვიცი, რომ მაქვს შესაძლებობა, გარკვეული წვლილი შევიტანო ამ ბრძოლაში, რასაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ჰქვია“, - განაცხადა ზაალ უდუნაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო პროგრამა დამუშავების პროცესშია დ მასში ყველა ის პრობლემა იქნება ასახული, რაც თბილისს აწუხებს. ზაალ უდუმაშვილს სხვა პარტიების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი. რადგან ჩვენ ორიენტირებული ვართ რეზულტატზე, რაც შეიძლება მაღალი რეზულტატი უნდა მივიღოთ არჩევნებში. ამიტომ ღიად ვტოვებთ ველს სხვა პარტიებისთვისაც და თუ მათი არჩევანი იქნება, მათი კანდიდატიც ვიქნები. პარტიების მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჯერ კონკრეტულ პარტიას ვერ დაგისახელებთ, თუმცა კონსულტაციები მიმდინარეობს“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.